ფეხბურთი

22:29 | 15.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" "ბენფიკას" ფეხბურთელი გაიფორმა

მილანის “ინტერმა” ლისაბონის “ბენფიკას” მცველი ლისანდრო ლოპესი გაიფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას პორტუგალიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

28 წლის ფეხბურთელი “ნერაძურიში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს, ხოლო ზაფხულში იტალიელებს მისი სატრანსფერო უფლებების სრულად გამოსყიდვა შეეძლებათ.

არგენტინელი მცველი “ბენფიკაში” 2014 წლიდან თამაშობდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ფეხი დღემდე ვერ მოიკიდა. ლოპესმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით მხოლოდ 8 შეხვედრა ჩაატარა.

0.102407