ფეხბურთი

21:44 | 15.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალი საფრანგეთში: ტონი შაპრონს აგრესია არ აპატიეს (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ “ნანტი” და პსჟ თამაშობდნენ, ინციდენტი მოხდა. შეხვედრის ბოლო წუთზე მასპინძელი დიეგო კარლოში მთავარ მსაჯ ტონი შაპრონს დაეჯახა, რის შემდგომაც გამოცდილი არბიტრი წაიქცა და საკმაოდ მწვავე რეაქციაც მოაყოლა.

შაპრონმა ჯერ კარლოშს ფეხი დაუდო და მისი წაქცევა სცადა, ხოლო შემდეგ ყვითელი ბარათი უჩვენა და ვინაიდან მანამდე ერთხელ უკვე გაეფრთხილებინა, მოედანი დაატოვებინა. აღნიშნულ ეპიზოდს საფრანგეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, შაპრონმა კი ბოდიში საჯაროდ მოიხადა.

მიუხედავად ამისა, სასჯელს ვერ გადაურჩა. 45 წლის რეფერი ლიგა 1-ის რამდენიმე მატჩით უკვე დისკვალიფიცირებულია. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი დასჯის საბოლოო ხარისხსს უახლოეს მომავალში განსაზღვრავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128756