დორტმუნდის “ბორუსიამ” შვეიცარიის ჩემპიონ “ბაზელის” მცველი მანუელ აკანჯი გაიფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.
22 წლის ფეხბურთელმა “ყვითლებთან” 4.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ტრანსფერის ღირებულებამ 22 მილიონი ევრო შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ “ბაზელმა” შვეიცარიელი ფეხბურთელი “ვინტერთურიდან” 700 ათას ევროდ შეიძინა.
მიმდინარე სეზონში მანუელ აკანჯიმ 28 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა.