საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და აწ უკვე თბილისის მერი კახა კალაძე ზამთრის თასის გათამაშების შემდგომ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სპორტის განვითარებისათვის და ზოგადად ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის მსგავსი ტურნირების ჩატარება ყოველთვის მისასალმებელია.
“ძალიან სასიხარულოა, რომ ფეხბურთის ფედერაცია უკვე ზედიზედ მეორედ ატარებს ზამთრის თასის გათამაშებას. წელს ჩამოსული იყო: იტალიის, ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის და უეფას გუნდები და საინტერესოდ წარიმართა მთელი დღის განმავლობაში, ძალიან კარგი თამაშები იყო. სპორტის განვითარებისთვის და ზოგადად ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის, ჯანსაღი ცხოვრებისთვის ასეთი ტურნირების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში მისასალმებელია”, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვეტერან ფეხბურთელთა შორის 8 გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირი სწორედ კახა კალაძე გახდა. აღნიშნული ტურნირი კი საქართველომ მოიგო.