ჩოგბურთი

12:47 | 15.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე იმარჯვა
ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 6 გეიმი მოიგო

ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრიელი ჯერალდ მელცერი 6:3, 6:4, 2:6, 6:3 დაამარცხა. მატჩი 2 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა.

შეხვედრის მეორე სეტში ნიკა 0:4-ს აგებდა, თუმცა ქართველმა ზედიზედ 6 გეიმი მოიგო. მესამე სეტში ნიკამ თითქოს დაისვენა. მეოთხე პარტიაში კი მეტოქეს იოლად აჯობა. ბასილაშვილმა 15-დან 5 ბრეიკი შეასრულა და 4 ეისი ჩააწოდა.

ნიკოლოზი კარიერაში პირველად ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში ითამაშებს, სადაც რუბენ ბემელმანს და ლუკ პუიეს დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.

0.130189