ჩოგბურთში წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო.
პირველივე წრეში ტურნირს ვინუს უილიამსი გამოეთიშა, რომელიც შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩთან 3:6, 5:7 დამარცხდა. ბელინდამ ამერიკელი კარიერაში პირველად დაამარცხა, დღემდე ჩატარებული ოთხივე შეხვედრა უფროს უილიამმს ჰქონდა მოგებული.
ესტონელმა კაია კანეპიმ მოულოდნელად ძალიან მარტივად აჯობა სლოვაკ დომინიკა ციბულკოვას 6:2, 6:2.
კაც ჩოგბურთელთა შორის გრიგორ დიმიტროვმა თავის პირველი შეხვედრა იოლად მოიგო. ბულგარელმა დენის ნოვაკი 6:3, 6:2, 6:1 დაამარცხა.