ისტორია

9:55 | 15.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

15 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1901 – დაიბადა ლუის ფელიპე მონტი. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალებში ორი ნაკრების რიგებში იასპარეზა. ამპლუით მცველი 1924-31 წლებში იცავდა არგენტინის, 1932-36 წლებში კი იტალიის ეროვნული გუნდის ღირსებას. 1930 წლის მუნდიალის ფინალისტი. 1927 წელს გახდა კოპა ამერიკის ჩემპიონი, 1928 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 16 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. 1934 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 18 მატჩი (ერთი გოლი). საკლუბო დონეზე გამოდიოდა “ურაკანში”, “სან ლორენსოში”, “ბოკა ხუნიორსსა” და ტურინის “იუვენტუსში”. 4-4-ჯერ მოიპოვა არგენტინისა და იტალიის ჩემპიონობა. ფლობდა იტალიის თასს. “იუვენტუსის” რიგებში ჩაატარა 225 მატჩი, გაიტანა 20 გოლი. ლუის მონტი 1983 წლის 9 სექტემბერს გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1892 – აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის დედაქალაქ ბოსტონში გამომავალმა ჟურნალმა Triangle Magazine-მა მორიგ ნომერში თავის გვერდებზე საკალათბურთო წესები დასტამბა.

1905 – ჰოლანდიელი მოციგურავე კოენ დე კონინგი ციგურებით რბენაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1958 – შვეციის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა იტალიას 2:1 მოუგო, რის გამოც იმ დროისათვის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ”სკუადრა აძურამ” 1958 წლის მუნდიალზე ვერ იასპარეზა.

1962 – ჩოგბურთელთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში როდ ლეივერმა როი ემერსონი 8:6, 0:6, 6:4, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 50-ე ჩემპიონი გახდა.

1965 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა ”სან ფრანსისკო უორიორზმა” ”ფილადელფიიდან” უილტ ჩემბერლენი გადაიყვანა. სან ფრანსისკოელებმა ჩემბერლენი სამ კალათბურთელში გაცვალეს და 150 ათასი დოლარიც დაამატეს.

1972 – ჯო ფრეზერმა სუპერმძიმეწონოსან პროფესიონალ მოკრივეთა შორის ტერი დენიელზი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

1974 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ”ყველა ვარსკვლავის” რიგით 24-ე მატჩში დასავლეთის ნაკრებმა აღმოსავლეთისას 134:123 მოუგო. შეხვედრა სიეტლში ჩატარდა.

1975 – ”ლიდს იუნაიტედის” ფეხბურთელმა პოლ მეიდლიმ ინგლისის 23 წლამდელთა ნაკრებში 30 წლისამ იასპარეზა. იმხანად ევროპის ჩემპიონატების მსვლელობისას ახალგაზრდულ ნაკრებებში ორი ასაკგადაცილებული მოთამაშის ასპარეზობა ნებადართული იყო.

1981 – ბობ გიბსონი ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1984 – ინგლისელმა მოციგურავე შანბერნმა 5 კილომეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7:39.44).

1984 – ჩეხმა ჩოგბურთელმა ჰანა მანდლიკოვამ მარტინა ნავრატილოვა დაამარცხა, რითაც ამ უკანასკნელის ზედიზედ მოპოვებული 54 გამარჯვებათა სერია შეწყვიტა.

1989 – ბრაზილიაში სტარტი აიღო მსოფლიოს პირველმა ჩემპიონატმა მინიფეხბურთში.

1990 – 42 წლის სუპერმძიმეწონოსანმა პროფესიონალმა მოკრივე ჯორჯ ფორმენმა ჯორჯ კუნი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

1996 – ევროპის სუპერთასის პირველ შეხვედრაში ტურინის ”იუვენტუსმა” პარიზის პსჟ 6:1 დაამარცხა.

1997 – ”ჩიკაგო ბულზის” კალათბურთელმა დენის როდმანმა მატჩის მსვლელობისას მოედნის სიახლოვეს მყოფ ტელეოპერატორს მუცელში ფეხი ჩაარტყა.

2004 – აქტიური სპორტული კარიერის დასრულებაზე განცხადება გაკეთა ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარე დევიდ სიმენმა.

2005 – რეჯინ პალმოხმა ქალთა შორის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მან გერმანიაში ჩატარებულ ორთაბრძოლაში მერილინ ფერნანდესს ათრაუნდიან პაექრობაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.

2005 – მიშელ კვანმა ციგურებით ფიგურულ სრიალში აშშ-ის ჩემპიონის ტიტული მეცხრედ მოიპოვა, რითაც გასული საუკუნის 30-იანი წლების მოციგურავე მარიბელ ვინსონის მიღწევა გაიმეორა.

2006 – თანამეგობრობის თასის გათამაშების პირველ მატჩში თბილისის “დინამო” მოსკოვის ცსკა-ს დუბლებთან დამარცხდა.

2008 – ფიფას და უეფას გადაწყვეტილებით კლუბები, რომლებიც ევროპის 2008 და 2012 წლების, აგრეთვე 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოთამაშეებს მიავლენდნენ, საკომპენსაციო თანხას მიიღებდნენ. ფეხბურთის მმართველი ორგანოების ამ გადაწყვეტილების გამო კლუბების გაერთიანება G-14-მა გამოაცხადა, რომ 15 თებერვლიდან ფუნქციონირებას შეწყვეტდა.

2009 – ესპანელი სპეციალისტი ლუის არაგონესი 2008 წლის საუკეთესო საფეხბურთო მწვრთნელად დასახელდა.

2010 - ავსტრალიური სიდნეის Medibank International ქალ ჩოგბურთელთა ასპარეზობის ფინალში რუსმა ელენა დემენტიევამ ამერიკელ სერენა უილიამსს 6–3, 6–2 სძლია და ზედიზედ მეორედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

2013 - ჟოზე მოურინიოსათვის "ვალენსიასთან" მატჩი განსაკუთრებული იყო - როგორც მთავარმა მწვრთნელმა, მან გუნდი მე-600-ედ გამოიყვანა ოფიციალურ მატჩში. აქედან 149 მატჩი "რეალზე" მოდის, 185 - "ჩელსიზე", 127 - "პორტუზე", 108 - "ინტერზე", 20 - "ლეირიაზე" და 11 - "ბენფიკაზე".

პორტუგალიელს მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი 2000 წლის 23 სექტემბერს ჰქონდა "ბენფიკაში". 12 წელიწადზე მეტი მან 6 კლუბში გაატარა. 600 მატჩში მოურინიოს გამარჯვებების საშუალო პროცენტი 67-ს უდრის. "რეალში" (73%) ყველაზე წარმატებულია, "ლეირიაში" წარუმატებელი (45%).

ამ დღეს დაიბადნენ

1841 – ფრედერიკ სტენლი. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) გამარჯვებულისათვის თასის დამაარსებელი, რომელსაც ”სტენლის თასი” ჰქვია.

1901 – ლუის ფელიპე მონტი. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალებში ორი ნაკრების რიგებში იასპარეზა. ამპლუით მცველი 1924-31 წლებში იცავდა არგენტინის, 1932-36 წლებში კი იტალიის ეროვნული გუნდის ღირსებას. 1930 წლის მუნდიალის ფინალისტი. 1927 წელს გახდა კოპა ამერიკის ჩემპიონი, 1928 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 16 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. 1934 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 18 მატჩი (ერთი გოლი). საკლუბო დონეზე გამოდიოდა “ურაკანში”, “სან ლორენსოში”, “ბოკა ხუნიორსსა” და ტურინის “იუვენტუსში”. 4-4-ჯერ მოიპოვა არგენტინისა და იტალიის ჩემპიონობა. ფლობდა იტალიის თასს. “იუვენტუსის” რიგებში ჩაატარა 225 მატჩი, გაიტანა 20 გოლი. ლუის მონტი 1983 წლის 9 სექტემბერს გარდაიცვალა.

1907 – იანუშ კუსოჩინსკი. პოლონელი მძლეოსანი. 10 კილომეტრზე რბენაში 1932 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელმა ფაშისტებმა დახვრიტეს.

1918 – ვისენტე დე ლა მატა. 1930-50-იან წლებში გამოდიოდა არგენტინის საფეხბურთო ნაკრებში. ჰქონდა ფენომენალური დრიბლინგი. სამჯერ გახდა კოპა ამერიკას ჩემპიონი.

1924 – მარსელ დომინგო. 1940-50-იან წლებში ითვლებოდა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ. მწვრთნელობისას 1970 წელს მადრიდის “ატლეტიკოს” ესპანეთის ჩემპიონობა მოაპოვებინა.

1925 – კეიტ ბენტლი. ლეგენდარული ინგლისელი ველოსიპედისტი. მან პირველმა მოახერხა 50 მილის 2 საათზე ნაკლებ დროში დაფარვა.

1926 – კარლ-ალფრედ იაკობსონი. შვედი ფეხბურთელი. 1952, 1953 და 1954 წლებში გახდა ქვეყნის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. “გიოტებორგის” შემადგენლობაში ჩაატარა 194 მატჩი, გაიტანა 145 გოლი.

1932 – ლუის ვუდარდ ჯოუნსი. ამერიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1932 – დინ სმიტი. ამერიკელი მძლეოსანი. 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მსახიობი გახდა და ამ დარგშიც წარმატება ჰქონდა.

1935 – ლუიჯი რადიჩე. იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. 1976 წელს “ტორინოს” სკუდეტო მოაგებინა, 1992 წელს გუნდი უეფას თასის ფინალში გაიყვანა.

1943 – არანალდო დავიდ სეზარ კოელიო. ბრაზილიელი საფეხბურთო არბიტრი. სჯიდა მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის ფინალს.

1950 – მარიუს ტრეზორი. გვადელუპური წარმოშობის საფრანგეთის ნაკრების, ”მარსელისა” და ”ბორდოს” ცენტრალური მცველი. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი. საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებული აქვს 65 მატჩი (4 გოლი). 21 შეხვედრაში იყო სამფეროვანთა კაპიტანი. ტრეზორს მოპოვებული აქვს საფრანგეთის ჩემპიონობა და თასი. 1972 წელს დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად.

1956 – ვერა ზოზულია. საბჭოთა (ლატვიელი) მოციგავე. 1980 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.

1968 – ფელტონ სპენსერი. ”მინესოტა თიმბერვულვზის” მეფარე (210 სმ).

1970 – დანიელ ბორიმიროვი. 1993-2005 წლებში ბულგარეთის ნაკრების ნახევარმცველი. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. ბულგარეთის ოთხგზის ჩემპიონი. რვა სეზონის განმავლობაში თამაშობდა “მიუნხენ 1860”-ში.

1970 – მიშელ გრენიე. ამერიკელი სოფტბოლისტი. ატლანტას 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1975 – მარი პირსი. ამერიკელ-ფრანგი ჩოგბურთელი. მარის დედა ფრანგი ჰყავდა, მამა ამერიკელი. იგი მონრეალში იმ დროს დაიბადა, როდესაც მისი მშობლები კანადაში მოგზაურობდნენ. მარი პირსმა ჩოგბურთის თამაში 10 წლის ასაკში მამის, ჯიმ პირსის მეთვალყურეობით დაიწყო, 1993 წლიდან კი ნიკ ბოლეტიერი ავარჯიშებდა. 1989 წელს მარი პირსი ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც პროფესიონალთა ტურნირებში დაიწყო გამოსვლა. მარი პირსს მოგებული აქვს ”დიდი სლემის” ოთხივე ტურნირი. 1995 წელს გაიმარჯვა ავსტრალიის ღია პირველობაზე, ხოლო 2000 წელს საფრანგეთის ღია ჩემპიონატში (ერთეულთა თანრიგი). 2000 წელს მარტინა ჰინგისთან ერთად გაიმარჯვა ”როლან გაროსის” წყვილთა ტურნირში, ხოლო 2005 წელს ინდოელ მარეშ ბჰუპატისთან ერთად მოიგო უიმბლდონის შერეულ წყვილთა ტურნირი. ერთეულთა თანრიგში ოთხჯერ იასპარეზა ”დიდი სლემის” ტურნირების ფინალში, მათ შორის 2005 წელს საფრანგეთისა და აშშ-ის ღია პირველობების გადამწყვეტ მატჩებში. 1993 წლის საფრანგეთის ღია პირველობის ტურნირის მსვლელობისას პირსმა მაყურებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც 1998 წლამდე დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, თუმცა, მალე სასჯელი შეურბილეს და 1994 წლიდან პირსი კვლავ ჩაება საჩოგბურთო ბატალიებში. 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე საფრანგეთის ნაკრების წევრი იყო, თუმცა ტრავმის გამო ვერ იასპარეზა. საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში მარი პირსის შემოსავალი 9 მილიონ 793 891 დოლარს შეადგენს.

1976 – ალექსანდრ კოროლიუკი. რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და ”სან ხოსე შარკსის” მოთამაშე.

1980 – ვეი ლიუ. ჩინეთის საკალათბურთო ნაკრების მსროლელი (190 სმ). 2004 და 2008 წლების ოლიმპიადების მონაწილე.

1981 – ელ-ჰაჯი დიუფი. სენეგალის ნაკრების, “ლანსის”, “ლივერპულის”, “ბოლტონისა” და “სანდერლენდის” ფორვარდი. სენეგალის ნაკრების 41 მატჩში გაიტანა 16 გოლი. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის მონაწილე. Aფრიკის ეროვნებათა თასის ფინალისტი (2002).

1985 – პაველ პოდკოლზინი. რუსეთის საკალათბურთო ნაკრებისა და ”დალას მავერიკსის” ყოფილი მეფარე (224 სმ).

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1942 – 58 წლის ასაკში გარდაიცვალა ინგლისელი მძლეოსანი მელვინ შეპარდი. 1908 და 1912 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1966 – 25 წლის ასაკში ვარჯიშის დროს გარდაიცვალა 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონი ბეტსი მიტჩელი.

0.133828