ფეხბურთი

18:15 | 14.01.2018 | ნანახია 1110 - ჯერ

"ნაპოლი" ვერდის გაიფორმებს

"ბოლონიას" შემტევი სიმონე ვერდი კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. როგორც corrieredellosport-ი იუწყება, 25 წლის ფეხბურთელი ნეაპოლურ გუნდში, 16 იანვარს სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ტრანსფერი "ნაპოლის" 20 მილიონი ევრო დაუჯდება.

იტალიის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატმა მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 14 მილიონი ევროა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:34 | 14.01.2018
majlajuna (1024)

ეს მახსოვს მაგარი უპერსპექტივო იყო და თავის დროზე ბრმა აუქციონით მილანს შეეტენა, მერე კაპიკებში მოიშორეს თავიდან, რა უნდა გააკეთოს ამან ნაპოლიში

23:59 | 14.01.2018
giomaldini (9)

ძალიან ცუდად გხსომებია,ყველაზე დიდი ტალანტად ითვლებოდა მილანის აკადემიაში.

18:24 | 14.01.2018
სავაშა__ (6590)

კარგი ფეხბურთელია მაგრამ დეულოფეუს ყიდვა ჯობდა გამიტყდა...

0.125366