ფეხბურთი

13:46 | 14.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონმა" 58-წლიანი ნავსი გატეხა

"ევერტონმა" პრემიერლიგის 23-ე ტურში სტუმრად "ტოტენჰემთან" 0:4 წააგო და მიმდინარე წელს ზედიზედ მესამე შეხვედრაში დამარცხდა. როგორც Gracenote იუწყება, ბოლოს ლივერპულელებმა 1960 წლის დასაწყისში წააგეს ზედიზედ სამ მატჩი.

"ევერტონმა" 2018 წელი "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხით (0:2) გახსნეს, შემდეგ კი თასზე "ლივერპულთან" წააგეს (1:2). ინგლისის ჩემპიონატში სემ ელერდაისის გუნდი 27 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება.

თეგებიევერტონი
0.118432