"მალაგას" ხელმძღვანელობის გადაწვეტილებით, მიმდინარე სეზონის ბოლომდე მთავარ გუნდს ხოსე გონსალეს ლოპესი გაწვრთნის. 13 იანვარს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მიჩელი გაათავისუფლეს, რადგან გუნდმა ბოლო ოთხი შეხვედრა წააგო და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.
რაც შეეხება გონსალესს, ესპანელი 2015/16 წების სეზონში "გრანადაში" მუშაობდა, შემდეგ კი ჩინეთში "ბეიცზინ გოანის" თავკაციც იყო. საფეხბურთო კარიერის დროს ხოსე "მალაგაში" 1995/96 წლების სეზონში თამაშობდა.