კალათბურთი

11:22 | 14.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 6 ქულა და გამარჯვება ტორონტოში

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე მძიმე ბრძოლაში “ტორონტო” 127:125 დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 12 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 6 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა შესძინა. ფაჩულიამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველი ტაიმის შემდეგ “მეომრები” 81:54 იგებდნენ და თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. თუმცა დემარ დეროზანის კარგი თამაშის წყალობით “ტორონტომ” სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა, მაგრამ “მეომრებმა” მაინც მოახერხეს და გამარჯვება მოპოვეს.

მატჩში ყველაზე მეტი 42 ქულა დემარ დეროზანმა ჩააგდო. “გოლდენ სტეიტში” გუნდის სამი ლიდერი გამოირჩა, ტომპსონი – 26 ქულა, დურანტი – 25 ქულა, კარი – 24 ქულა.

“გოლდენ სტეიტი” 35 მოგებით და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. “მეომრები” მომდევნო შეხვედრაში გასვლაზე “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდებიან, მატჩი 16 იანვარს თბილისის დროით 05:00 საათზეა ჩანიშნული.

0.123957