ლონდონის “ჩელსიმ” პრემიერლიგის მორიგ ტურში საკუთარ მოედანზე “ლესტერ სიტის” ვერაფერი დააკლო და ფრეს დასჯერდა – 0:0.
აღნიშნული შედეგის დაფიქსირების შემდეგ კი, გაირკვა, “ჩელსიმ” ისტორიაში პირველად ითამაშა ზედიზედ სამი შეხვედრა ნულოვანი ფრით.
ანტონიო კონტეს გუნდმა ინგლისის ასოციაციის თასზე 6 იანვარს, “ნორვიჩთან”, ინგლისის ლიგის თასზე 11 იანვარს, “არსენალთან”, ხოლო ახლა უკვე პრემიერლიგაში “ლესტერთან” 0:0 ითამაშა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ასეთი რამ “არისტოკრატთა” ისტორიაში პირველად მოხდა.
სხვათა შორის, ზემოხსენებულ სამ უგოლო ფრეს, ასევე ფრე უძღოდა, ოღონდ, შედეგიანი (2:2) “არსენალთან”.