ფეხბურთი

23:30 | 13.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

კეინი პრემიერლიგაში "ტოტენჰემის" ყველა შედეგიანი მოთამაშე გახდა

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ჰარი კეინი პრემიერლიგაში "ტოტენჰემის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 24 წლის ფეხბურთელმა "ევერტონთან" მოგებულ (4:0) მატჩში დუბლი შეასრულა, ინგლისის ჩემპიონატში 98 გოლი დაუგროვდა და ტედი შერინგემის შედეგი (97) გააუმჯობესა.

კეინს ბომბარდირობისთვის 135 მატჩის ჩატარება დასჭირდა, მაშინ როცა შერინგემმა 97 გოლი 236 შეხვედრაში გაიტანა. ჰარი "მამლების" მაისურით ყველა ტურნირზე 191-ჯერ გავიდა და თავი 128-ჯერ გამოიჩინა. კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში კი ინგლისელი მე-9 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116228