ფეხბურთი

20:10 | 13.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერმა" დიაბატე დაიმატა

"გაზელეკ აიაჩოს" აწ უკვე ყოფილი შემტევი ფუსენი დიაბატე კარიერას "ლესტერში" გააგრძელებს. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 22 წლის მალელმა ფეხბურთელმა "მელიებთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გააფორმა.

დიაბატემ კარიერა "რეიმსში" დაიწყო და 2015 წელს "გენგამში" გადავიდა. ორი სეზონის შემდეგ ფუსენი "გაზელეკში" მოხვდა. მიმდინარე სეზონში კი აფრიკელმა ფეხბურთელმა ლიგა -ში 18 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10914