ფეხბურთი

19:43 | 13.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჯიქიას გამო "სპარტაკი" რასიზმში დაადანაშაულეს

მოსკოვის “სპარტაკის” ტვიტერის გვერდზე ვიდეო განთავსდა, რომელშიც ბრაზილიელი ლეგიონერები ლუის ადრიანო, პედრო როშა და ფერნანდო არიან. თუმცა, აქ მთავარი გიორგი ჯიქიას სიტყვები იყო და ის ამბობდა:

“შეხედეთ, როგორ დნებიან შოკოლადები მზეზე”, - თქვა ჯიქიამ.

ამან კი ევროპულ მედიაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბრიტანულმა პრესამ “სპარტაკი” რასიზმში დაადანაშაულა. ბოლოს, “სახალხო გუნდი” იძულებული გახდა რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებული პოსტი გვერდიდან წაეშალა.

0.118137