საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში დონეცკის “შახტარი” დატოვოს. როგორც Sportanalytic.com-ი იტყობინება, “დონბასელებმა” ხოჭოლავა შეიძლება “მარიუპოლს” დაუთმონ.
საუბარია სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულებაზე. ქართველ მცველს “შახტარში” მუდმივი სათამაშო პრაქტიკაც არ აქვს და შესაძლო ტრანსფერის მიზეზიც ესაა.
24 წლის დავით ხოჭოლავა “შახტარს” გასულ ზაფხულს “ჩერნომორეციდან” შეუერთდა. დღემდე “მეშახტეების” რიგებში 11 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. “მარიუპოლი” კი, უკრაინის პრემიერლიგაში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.