სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:48 | 13.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბატშუაი ლა ლიგას უახლოვდება

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი მიჩი ბატშუაი კარიერას ესპანურ “სევილიაში” გააგრძელებს. დიდი ალბათობით, ტრანსფერი ოფიციალურ სახეს უახლოეს ხანებში მიიღებს. Muchodeporte-ს ინფორმაციით, მხარეები უკვე შეთანხმდნენ ყველა დეტალზე.

მოლაპარაკებები დაახლოებით 1 კვირის წინ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ “ჩელსის” ბელგიელის გასხვისება არ სურდა, მაგრამ ფეხბურთელის სურვილმა თავისი გააკეთა – მიჩის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებში მოხვედრა უნდა, ამისთვის კი კლუბში სათამაშო დრო სჭირდება. რასაც, ლონდონში მოკლებული იყო.

გარიგების თანხმად, 24 წლის ბატშუაი “სანჩეს პისხუანზე” მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. ბელგიელი “არისტოკრატების” რიგებში 2016 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ჩატარებულ 11 თამაშში 2 გოლი გაიტანა.

“ჩელსის” კი ახლა ერთადერთი ნომინალური ფორვარდი დარჩა – ალვარო მორატა. ამიტომაც, სატრანსფერო პერიოდის დახურვამდე ბატშუაის შემცვლელის დამატება მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114833