ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ ბათუმის “დინამოს” ამიერიდან გია გეგუჩაძე გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია აჭარული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. გეგუჩაძე ახალ კლუბში მუშაობას 14 იანვრიდან შეუდგება.
გია გეგუჩაძე ბოლოს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ედგა სათავეში, თუმცა წარუმატებელი შედეგების გამო პოსტის ვადაზე ადრე დატოვება მოუხდა.
რაც შეეხება “დინამოს”, 2017 წლის ეროვნულ ლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა, მას შემდეგ რაც, პლეი-აუთში ბოლნისის “სიონთან” დამარცხდა.