ფეხბურთი

14:43 | 13.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსი სახლში ბრუნდება

ვეტერანი ჰოლანდიელი რობინ ვან პერსი სახლში ბრუნდება. ჰოლანდიური გამოცემები გვამცნობენ, რომ 34 წლის ფორვარდი დღეს სამედიცინო შემოწმებას “ფეიენოორდში” გაივლის. გუნდში, სადაც რობინის სახელოვანი კარიერა დაიწყო.

ვან პერსი ამჟამად თურქულ “ფენერბახჩეში” ირჯება, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება. შესაბამისად, გზა სახლისკენ ხსნილია.

ვან პერსი როტერდამული გუნდის რიგებში 2001-2004 წლებში თამაშობდა. მერე კი იყო შესანიშნავი წლები ინგლისში - “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.

ვან პერსის “ფეიენოორდის” შემადგენლობაში 78 თამაშში 22 გოლი აქვს გატანილი.

0.114664