ლუკა კობერიძე დონეცკის “ოლიმპიკში” ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული ტელეარხი Football 1 ავრცელებს. წყაროს ცნობით, 23 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომელიც ბოლოს ქვედალიგელ “დესნაში” ირჯებოდა, “ოლიმპიკში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დარჩება.
რაც შეეხება კობერიძეს – თავის დროზე “ზუგდიდისა” და “გურიას” რიგებში გამოდიოდა, ხოლო “დესნაში” 2015 წელს ჩაირიცხა და იქედან მოყოლებული უკრაინული გუნდის ღირსება 55-ჯერ დაიცვა (1 გოლი).
ჯერჯერობით “ოლიმპიკს” აღნიშნულ ტრანსფერი ოფიციალურად არ დაუდასტურებია. დონეცკელები უკრაინის პრემიერლიგაში ამჟამად მეექვსე პოზიციაზე იმყოფებიან.