“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოსთვის ანტონიო კონტესთან კონფლიქტი დასრულებულია. როგორც “განსაკუთრებულმა” თქვა, იტალიელის შეურაცხმყოფელ განცხადებებზე პასუხის გაცემას აღარ აპირებს.
“ვფიქრობ, როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანს შეურაცხყოფას აყენებს, უნდა დაველოდოთ პასუხს ან გავჩუმდეთ. როცა პირველად შეურაცხყოფა მომაყენა, მე ვუპასუხე, ხოლო ახლა, როდესაც მეორედ გააკეთა იგივე, მე თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობს. ეს კი ჩემთვის ნიშნავს, რომ ეს ისტორია დასრულებულია”, - განაცხადა მოურინიომ.
ანტონიო კონტესა და პორტუგალიელის დაპირისპირება სათავეს 2016 წლიდან იღებს. განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში გამძაფრდა, როდესაც ორივე მწვრთნელი ლამის ყოველ განცხადებაში ერთმანეთს არაკორექტულად მოიხსენიებდნენ.