მადრიდის “ატლეტიკოს” განელი ნახევარმცველი ტომას პარტეი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა. 24 წლის ფეხბურთელმა “როხიბლანკოს” ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა და მიუხედავად პოზიცისაა, შედეგიანადაც თამაშობს.
ტომასმა წარსული გაიხსენა, რომელიც თურმე საკმაოდ მძიმე ჰქონია. როგორც აფრიკელი იხსენებს, ბავშვობაში გზაზე გარდაცვლილი ადამიანები არაერთხელ უნახავს და ამიტომაც, რამის მიმართ შიში უკვე დიდი ხანია არ აქვს.
“როდესაც პატარა ვიყავი არაფრის მეშინოდა, რადგან ყველაფერი ვნახე. სადაც გავიზარდე, ყველანაირი ადამიანი ცხოვრობდა ჩემს სამეზობლოში. ირგვლივ ყოველთვის იყო ქურდობა, ჩხუბი, გზაზე მკვდარი ადამიანები...
2011 წელს ესპანეთში ისე წამოვედი, სახლში არავინ არაფერი იცოდა. რადგან თუ ვინმე რამეს გაიგებდა, შესაძლოა პრობლემები შექმნილიყო. იმ დღეს მამაჩემი სახლში არ ყოფილა, არც ოჯახის წევრებმა იცოდნენ არაფერი ჩემს შესახებ.
ესპანეთში ჩამოსვლა ეს არ ყოფილა ადვილი. ძალიან ციოდა და მე საცხოვრებელიც არ მქონდა. ყველაფერი უნდა მესწავლა, მაგრამ მწვრთნელებისა და თანაგუნდელების დახმარებით მიზანს მივაღწიე”, - გაიხსენა წარსული ტომასმა Marca-სთან საუბარში.
ტომას პარტეი “ატლეტიკოს” აკადემიაში 2011 წელს მოხდვა, ხოლო მთავარ გუნდში დებიუტი 2015 წელს ჰქონდა (იქამდე იჯარით ჯერ “მალიორკაში”, შემდეგ კი “ალმერიაში” ითამაშა). მიმდინარე სეზონში განელი ნახევარმცველის ანგარიშზე ყველა ტურნირის ჩათვლით 25 თამაშში 4 გატანილი გოლია.