ევროლიგის მე-17 ტურში დასანანი მარცხი განიცადა “უნიკახამ”, რომელიც კაუნასის “ჟალგირისთან” ბოლო წამებზე დამარცხდა. არადა ესპანური გუნდი თითქმის მთელი თამაში იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა ენდშპილში უფრო მეტი კონცენტრაცია გამოავლინეს და გამარჯვებაც იზეიმეს – 79:77.
გიორგი შერმადინი “უნიკახას” სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა პარკეტზე 17:23 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.
გიორგიმ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა. ამ მხრივ ჩვენებური თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ჯეიმს ოგუსტინს ჩამორჩა (21).
“უნიკახას” 17 ტურის თავზე 7 მოგებითა და 10 წაგებით მეათე ადგილი უკავია. ანდალუზიური გუნდი მომდევნო ტურში 17 იანვარს, “ოლიმპია მილანოს” ესტუმრება.