ფეხბურთი

19:42 | 12.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

Adidas-მა დიბალას “მანჩესტერში” გადასვლა დააანონსა

პაულო დიბალა “მანჩესტერ იუნაიტედში”? – ცნობილმა სპორტულმა ფირმამ Adidas-მა საზოგადოებას ზემოხსენებული ტრანსფერის შესახებ უკვე აუწყა.

ცოტა ხნის წინ, გერმანული კომპანიის ტვიტერის გვერდზე პოსტი განთავსდა, რომელიც არგენტინელი ფეხბურთელის “მანჩესტერში” გადასვლას გვაუწყებდა:

“ახალი მტაცებელი, ახალი კლუბი, ახალი გამოწვევა, კეთილი იყოს დიბალას მობრძანება ოცნების თეატრში”, - დაიწერა Adidas-ის ტვიტერის გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური განცხადება მხარეებს არ გაუკეთებიათ, ხოლო ცოტა ხანში სტატუსი წაშალეს. მიუხედავად ამისა, “მანჩესტერის” ქომაგები გავრცელებულ ინფორმაციას სხვადასხვა სოციალურ ქსელში აქტიუად აზიარებენ.

საინტერესოა, რომ კომპანია Nike-მა ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონაში” გადასვლა დააანონსა, შემდეგ პოსტი წაშალა და ბრაზილიელი ზუსტად ერთ კვირაში “ბლაუგრანას” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. Adidas-ი კი, როგორც “მანჩესტერის”, ისე “იუვენტუსის” ტექნიკური სპონსორია.

0.117082