ფეხბურთი

22:20 | 12.01.2018 | ნანახია 3887 - ჯერ

სალაჰი: “ლივერპულში” ბედნიერი ვარ”

“ლივერპულის” ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი მადრიდის “რეალში” გადასვლას არ აპირებს. როგორც თავად ეგვიპტელმა განაცხადა, ინგლისში ბედნიერია და ამ ეტაპზე მის გეგმებში გუნდის შეცვლა არ შედის.

“მე მსმენია ისეთი ჭორების შესახებ, რომლებიც შემთხვევითი არაა, მაგრამ აქ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. “ლივერპულს” ვეკუთვნი და “ენფილდზეც” ბედნიერი ვარ.

მსურს ეგვიპტის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ან სულაც, საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე”, - განუცხადა სალაჰმა Soccer Laduma-ს.

მადრიდის “რეალის” მხრიდან მოჰამედ სალაჰის მიმართ ინტერესის შესახებ ბოლო პერიოდში ხშირად იწერება. ეგვიპტელი შემტევი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ჩატარებულ 21 მატჩში 17 გოლით გამოირჩა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:28 | 10.08.2013
Adnan Januzaj (117)

არადა ლევანდოვსკის სკამიდან არ აყეებდა ერთდროს,მერე რა დაემართა

21:27 | 10.08.2013
gogga78 (901)

რაუნდოდა ამას ჩინეთში?

17:46 | 10.08.2013
სავაშა__ (6590)

კალათბურთი არა ხელბურთი : დდ

16:57 | 10.08.2013
jikha (947)

ეს სტატია აქ უნდა იდოს?

0.066282
3887