ბრაზილიელი რონალდო თანამემამულე ნეიმარის შესახებ საუბრობს და პსჟ-ში მის გადასვლას უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.
“ნეიმარის პსჟ-ში გადასვლა სპორტული თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯია. ცხოვრებაში ყველას თავისი გამოწვევა აქვს. მეც “ბარსელონადან” “ინტერში” გადავედი, მაგრამ ჩემს დროს იტალიის ჩემპიონატი უფრო კონკურენტუნაირიანი იყო, ვიდრე საფრანგეთის ჩემპიონატია”, - განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “პარი სენ ჟერმენში” გასულ ზაფხულს 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.