ფეხბურთი

17:14 | 12.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” ალეგრის შემცვლელის ძიება დაიწყო

ტურინის “იუვენტუსი” ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას იწყებს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, თუ მასიმილიანო ალეგრი სეზონის ბოლოს გუნდის დატოვებას გადაწყვეტს, “ბებერი ქალბატონი” მის შემცვლელად სამი კანდიდატურიდან ერთ-ერთს აარჩევს.

რობერტო მანჩინი, ზინედინ ზიდანი და სიმონე ინძაგი. მანჩინი ამჟამად “ზენიტს” თავკაცობს, ზიდანს “რეალში” კარგი პერიოდი არ უდგას, ხოლო ინძაგის “ლაციო” დღითიდღე პროგრესირებს და ბუნებრივია, მის მიმართ გრანდების ინტერესიც ჩნდება.

მასიმილიანო ალეგრი “იუვენტუსს” 2014 წლიდან წვრთნის. ევროპული მედია მასიმილიანოს იტალიის ნაკრებს, “ჩელსის”, პსჟ-სა და “არსენალს” უკავშირებს. ალეგრისა და “იუვეს” შორის კონტრაქტი 2020 წლამდეა გაფორმებული.

0.11322