საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო. როგორც მოსკოვის “სპარტაკის” ვებგვერდი იტყობინება, ჯანომ განცალკევებით, საშუალო დატვირთვით მიიღო წვრთნაში მონაწილეობა.
“სპარტაკი” ამჟამად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება შეკრებაზე და სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება.
აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ, “სახალხო გუნდის” ექიმმა ანანიძის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღზე გააკეთა კომენტარი – ქართველი შემტევის სრულ გამოჯანმრთლებას თებერვლის ბოლოს ელოდებიან.