ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინი პრემიერლიგაში დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ინგლისელმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეექვსედ მოიგო.
აღსანიშნავია, რომ აქამდე საუკეთესო შედეგი ამ მხრივ სტივენ ჯერარდს ჰქონდა, რომელიც სწორედ 6-ჯერ დაასახელეს საუკეთესოდ. შესაბამისად, მას ახლა კეინი გაუტოლდა და მეტიც, მომავალში რეკორდის დამხობის შანსი ექნება.
ჰარიმ გასულ თვეში მოჰამედ სალაჰის, რობერტო ფირმინოს (ორივე “ლივერპული”), მარკოს ალონსოს (“ჩელსი”), მარკო არნაუტოვიჩის (“ვესტ ჰემი”), ჯესი ლინგარდის (“მანჩესტერი”), რიად მაჰრეზისა (“ლესტერი”) და ნიკოლას ოტამენდის (“სიტი”) კონკურენციაში გაიმარჯვა.
“ტოტენჰემის” ლიდერმა დეკემბერში პრემიერლიგის ეგიდით 6 შეხვედრა ითამაშა და 8 გოლის გატანა მოახერხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კეინი, რომ რეკორდსმენია ამ ამბავში ჩემი აზრით ძაან საოცარია, ნუ კარგი კანტონას საუკეთესო წლებში არ გაიცემოდა ეს ჯილდო, მაგრამ შირერი? სქოულზი? ბერგკამპი? ჯერარდი? გიგზი? ლამპარდი? და რაც მთავარია ტიერი ანრი? ანრიზე მეტჯერ როგორ შეიძლება კეინს ეს ჯილდო მოეგო? პასუხი მარტივია - ახლა ბევრად ნაკლები კონკურენციაა.
1994 წლიდან გაიცემა ეს ჯილდო და სხვათაშორის პირველად კლისმანმა მოიგო, ასევე ტოტენჰემის ფეხბურთელმა, რაც შეეხება კეინს მან უკვე გაასწრო ჯერარდს, რადგან 6-ჯერ გახდა ჯილდოს მფლობელი, სტივი ჯი კი 5-ჯერ მფლობელი და ერთხელ თანამფლობელი გახდა ამ ტიტულის.
ამან თუ ჯერარდს ყველაფერში არ აჯობა, კლუბისადმი ერთგულების გარდა - დიდი ტრაგედია იქნება
აქ ალბათ, მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი წლიდან გაიცემა ეს 'ჯილდოსმაგვარობა'
ისე, საინტერესოა, რომ, მგონი, კეინს, ცალ ხელში, პლეისთეიშენის აბრა უჭირავს
როცა ჯერარდს რაღაცით უტოლდები, მარტივად ვთქვათ პატივია ნებისმიერი ფეხბურთელისთვის.
ამ ბიჭის მომავალს კი ცისარტყელას ფერებში ვხედავ