ფეხბურთი

13:46 | 12.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაგნერ გონსალვესი: "საბურთალოს" ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია"

"საბურთალოს" ბრაზილიელი ლეგიონერი ვაგნერ გონსალვესი უკვე თბილისშია და გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება. ბელგიიდან საქართველოში დაბრუნებულმა ფეხბურთელმა კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა:

"ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ საქართველოში, "საბურთალოში" დაბრუნებით. ემოციური და სასიამოვნო წუთებია. აქაური გარემო, ძალიან მომენატრა. სიმართლე გითხრათ ნოსტალგიას ვგრძნობდი - მიუხედავად იმისა, რომ საბურთალოელებთან ხშირად მქონდა კონტაქტი, მწვრთნელები, ფეხბურთელები, ხელმძღვანელები მომენატრნენ.

ინტერნეტის საშუალებით "საბურთალოს" თამაშებს ხშირად ვადევნებდი თვალს. ვფიქრობ, კლუბს კარგი სეზონი ჰქონდა. გული დამწყდა, ევროტურნირის საგზური რომ ვერ მოიპოვა. არადა, ამის რესურსი და შესაძლებლობა ნამდვილად იყო. არაუშავს, მომავალ სეზონში ერთად დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. "საბურთალოს" ნამდვილად შეუძლია ჩემპიონობაზე იფიქროს. გასული წლისგან განსხვავებით, კლუბი ბევრად გაძლიერებულია.

რაც შეეხება ჩემს უკვე ყოფილ კლუბს - "სერკლ ბრიუგეში" არ ამეწყო კარიერა და ამიტომაც, გუნდის შეცვლა გადავწყვიტე. არც დავფიქრებულვარ "საბურთალოში" თამაშზე. პირიქით, ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ კვლავ თბილისურ კლუბში მეთამაშა. წამოსვლისას მწვრთნელთან არ მისაუბრია - არ იყო მეგობრული და კონტაქტური კლუბი" - განაცხადა ვაგნერმა.

ბრაზილიელი შემტევი „საბურთალომ“ 2016 წელს ფრანგული „ბასტიადან“ დაიმატა. საქართველოს ჩემპიონატში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ის „სერკლ ბრიუგეში“ იჯარის წესით გადავიდა, ახლა კი საიჯარო ხელშეკრულების ვადა დასრულდა და 21 წლის ვაგნერი ეროვნულ ლიგაში ისევ თბილისური კლუბის ღირსებას დაიცავს.

0.175903