არგენტინელი მოდელი, ფლორენცია ფაბიანო ნამდვილად არ განეკუთვნება ოკეანისგაღმელ ლამაზმანთა იმ კატეგორიას, რომელნიც ძალასა და ენერგიას არ იშურებენ, სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებისა თუ ნაკრებების თილისმის იმიჯით იყელყელაონ დუნიაზე.
საქმე ისაა, რომ სენიორიტა ფლორენციას ფეხბურთი უბრალოდ არ უყვარს და ბევრი მისი კოლეგისგან განსხვავებით, არც ლეო მესის უგზავნის სასიყვარულო წერილებს. ამ ასულის ინტერესი უფრო მეტად ზამთრის სპორტის სახეობებისკენაა მიმართული და მას თვალი თხილამურისკენ უფრო გაურბის, ვიდრე მწვანე მინდვრისაკენ.
როგორც არგენტინის ბულვარული მედია წერს, ფლორენცია ფაბიანო საკმაოდ წარმატებული მოდელიცაა და არც არგენტინის მასშტაბით დადებული კონტრაქტები აკლია. მაგრამ, ჯერჯერობით მისი სილამაზით მხოლოდ ოკეანისგაღმელნი ტკბებიან. ისე კი, ალბათ უკვე დროა, ფლორენციას ფეხებმა ევროპული პოდიუმების ფიცარნაგნიც მოსინჯონ.