კოლუმბიელი მცველი იერი მინა „პალმეირასს“ დაემშვიდობა და „ბარსელონასთან“ 5,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კატალონიელებმა მასში 11.8 მილიონი ევრო გადაიხადეს, ხოლო გასხვისების შემთხვევაში ფეხბურთელის ფასი 100 მილიონი ევროთი განსაზღვრეს.
23 წლის მინას 2016 წელს „პალმეირასთან“ ერთად ბრაზილიის ჩემპიონის ტიტული, ხოლო 2015 წელს „სანტა ფეში“ სუდამერიკის თასი აქვს მოპოვებული. და აი, კონტინენტის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან ერთად ევროპული ტიტულების მოგების შესანიშნავი შანსიც მიეცა.
„ბარსელონამ“ ტრანსფერის შესახებ უკვე გამოაცხადა, სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა და ევროპულ ლიგებში თავის გამოჩენა უსურვა.
ესპანური მედიაც დადებითად აფასებს “ბარსას“ შენაძენს. თვლიან, რომ ვეტერანი „ბარსელონელის“ ხავიერ მასკერანოს წასვლის შემთხვევაში, მინა დაცვის ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.