ჭიდაობა

21:42 | 11.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელებმა საქართველო დანომრეს

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს 2018 წლის ჩემპიონატზე საპრიზო სამეულები სრულად შეივსო. "ახალი თბილისის” სპორტულ კომპლექსში გამართულ სამდღიან შეჯიბრებაზე, ხალიჩაზე ნაკრების გამოცდილი წევრებიც გავიდნენ. ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ, ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა, მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორმა რობერტ ქობლიაშვილმა და ახალგაზრდებსა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონმა იაკობ ქაჯაიამ შიდა კონკურენციაში თავიანთი უპირატესობა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

საქართველოს პირველობაზე მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი რევაზ ნადარეიშვილიც ფავორიტის რანგში გავიდა ხალიჩაზე და ფინალამდეც მივიდა. უმაღლეს ტიტულამდე კი გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა. ოქრომდე კუკური კირცხალიამ არ მიუშვა, რომელიც საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

ათი წონითი კატეგორიიდან სამში, პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ოზურგეთის საჭიდაო სკოლის წარმომადგენლები ავიდნენ. გარდაბნელ და თბილისელ სპორტსმენებს ორ-ორი ოქრო ერგოთ. აჭარის, წყალტუბოსა და ხობის სკოლებს კი თითო ჩემპიონი ჰყავთ.

საერთო ქულებით, გუნდურ ჩათვლაში აჭარის გუნდმა იმარჯვა. მეორე ადგილზე ოზურგეთი გავიდა, მესამეზე – თბილისი.

საქართველოს ჩემპიონებით ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც 30 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით – რუსეთში, ქალაქ კასპიისკში გასამართ ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი

9-11 იანვარი

55 კგ

1 ნუგზარ წურწუმია (ხობი)

2 ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი)

3 კახა ირემაძე (აჭარა)

3 ბაჩანა ფუტკარაძე (აჭარა)

60 კგ

1 დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)

2 რამაზ სურმანიძე (აჭარა)

3 ირაკლი ძიმისტარაშვილი (ოზურგეთი)

3 ლაშა მარიამიძე (თბილისი)

63 კგ

1 ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)

2 ლერი აბულაძე (აჭარა)

3 ფირუზ წულუკიძე (აჭარა)

3 ხვიჩა ჭითავა (სენაკი)

67 კგ

1 შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)

2 თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი)

3 გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია)

3 ჯონი ხეცურიანი (ხობი)

72 კგ

1 იური ლომაძე (ოზურგეთი)

2 რამაზ ზოიძე (აჭარა)

3 გოგა ხუჭუა (ოზურგეთი)

3 გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი - ორც)

77 კგ

1 თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)

2 მინდია წულუკიძე (აჭარა)

3 ბაკურ გოგოლი (თბილისი)

3 გელა ბოლქვაძე (აჭარა)

82 კგ

1 ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)

2 ლაშა გობაძე (აჭარა)

3 აივენგო რიკაძე (გარდაბანი)

3 რუდოლფ ოგანეზოვი (თბილისი)

87 კგ

1 რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)

2 ვარლამ კვარაცხელია (ხობი)

3 გიორგი ქაცანაშვილი (სართიჭალა)

3 გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)

97 კგ

1 კოკა კირცხალია (თბილისი)

2 რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)

3 ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო)

3 ვალერი მურვანიძე (ოზურგეთი)

130 კგ

1 იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)

2 ბექა კანდელაკი (თბილისი - ორც)

3 ლევან არაბული (მცხეთა)

3 ვასილ იმერლიშვილი (რუსთავი)

0.117906