“ჰიუსტონ როკეტსის” ლიდერი ჯეიმს ჰარდენი პარკეტს ერთ კვირაში დაუბრუნდება. როგორც ESPN-ი იუწყება, ჰარდენის ტრავმის მოშუშების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და “ბაბუაწვერა” გეგმის მიხედვით გუნდს დაუბრუნდება.
ჰარდენი მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 32.3 ქულას, 9.1 პასს და 5 მოხსნას აგროვებს.