საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის პირველ წრეში ავსტრიელ ჯერალდ მელცერს შეხვდება.
ურთიერთშეხვედრებში ავსტრიელი ქართველს 1:0-ს ამარცხებს. მელცერი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 102-ე ნომერია, საუკეთესო შედეგი კი 2016 წელს 68-ე პოზიცია დააფიქსირა.
ავსტრალიის ღია პირველობა 15-28 იანვარს გაიმართება. ბასილაშვილი მელცერის შეხვედრის დაწყების თარიღი და დრო ჯერჯერობით უცნობია.