დღეს, 11 იანვარს, უეფამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე 2017 წლის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა. გასული წლის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე დიდი რაოდენობით მადრიდის “რეალის” მოთამაშეები მოხვდნენ.
2017 წლის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, იტალია).
მცველები: სერხიო რამოსი, მარსელო (ორივე - მადრიდის “რეალი”, ესპანეთი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი”, იტალია), დანი ალვესი (პარი სენ ჟერმენი”, საფრანგეთი).
ნახევარმცველები: ედინ აზარი (“ჩელსი”, ინგლისი), ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი (ორივე - მადრიდის “რეალი”), კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი).
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის “რეალი”, ესპანეთი).
შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში მონაწილება ნებისმიერ გულშემატკივარს შეეძლო.