ფეხბურთი

15:45 | 11.01.2018 | ნანახია 1042 - ჯერ

ხუბუტიაც “ირტიშში” გადადის?

აკაკი ხუბუტიას “ირტიშში” გადასვლის საკითხი თითქმის გადაწყვეტილიაო, წერს ყაზახური პრესა.

31 წლის ხუბუტიას არაერთ კლუბში უთამაშია, მათ შორის, ყველაზე დიდხანს რუმინეთის “გაზ მეთანში” გახლდათ. აკაკი შარშან ისევ გადავიდა “გაზ მეთანში”, სადაც რამდენიმე თვის წინ გაწყვიტა კონტრაქტი და თავისუფალი აგენტი გახდა.

ხუბუტიამ 20 მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში – ეს თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში.

“ირტიში” ყაზახეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა. ამ გუნდში რამდენიმე დღის წინ გადავიდა ბუბა დაუშვილი.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
06:37 | 12.01.2018
ogafa (6628)

წარმატებები

19:48 | 11.01.2018
LApaata (799)

უცბად ვიფიქრე მილანის ინტერში ვინმე გვყავდა და ესეც მიემატა მეთქი. რა სათაურებს გვიწერთ ხალხო ხალისობთ ჩვენზე?

0.060016