ფეხბურთი

22:05 | 11.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერს თავის მართლება დასჭირდა

ლონდონის “არსენალის” მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს მედიის წინაშე თავის მართლება დასჭირდა. მიზეზი კი, “ჩელსისა” და “მეთოფეების” მატჩზე ალექსის სანჩესის ძირითად შემადგენლობაში ვერმოხვედრა გახლდათ.

ფრანგი სპეციალისტის თქმით, ის, რომ ჩილელი მოთამაშე გუნდის დატოვებას გეგმავს, არაფერ შუაშია იმასთან, თუ რა მიზეზითაც ვერ მოხვდა თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში.

“ძალიან კარგი მატჩი ჩავტარეთ. კარგად გამოჩნდა თუ როგორ ვიყავით ორგანიზებულნი, მაგრამ მეორე ნახევარში თავდასხმაში გაგვიჭირდა. რაც შეეხება სანჩესს, მე იმედი მქონდა, რომ მატჩის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ ის უფრო დაგვეხმარებოდა და მივიღე გადაწყვეტილება ბოლო 30 წუთი მეთამაშებინა. ეს გადაწყვეტილება უფრო სასარგებლოდ წარმომედგინა გუნდისთვის.

ის, რომ სანჩესი ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, ამას საერთო არ აქვს მის სხვა კლუბში გადასვლასთან”, - განაცხადა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ ჩილელი თავდამსხმელი მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა, უშუალოდ “ჩელსისა” და “არსენალის” მატჩი კი ფრედ 0:0 დასრულდა.

სტატისტიკა
0.261601