კალათბურთი

16:57 | 11.01.2018 | ნანახია 554 - ჯერ

ბექა ჩიკვილაძე: „ტიტების“ მიზანი სუპერლიგაში გადასვლაა“

საკალათბურთო კლუბ „ტიტების" ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ჩიკვილაძე კლუბის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე მოახლოებულ სეზონზე და გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

- ბექა, რამდენად ადვილად გაიარე ადაპტაცია „ტიტებში“ და როგორ შეეწყვე ახალ გუნდს?

- “ტიტებში” ადაპტაცია არ გამჭირვებია. ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია, კარგი სამწვრთნელო სტაფით და ხელმძღავანელობით. აქედან გამომდინარე, გამიადვილდა გუნდთან შეწყობა.მოტივირებულები ვართ ა-ლიგის მოგებისთვის, ძალიან დიდი სურვილი მაქვს „ტიტების’’ სუპერლიგაში ხილვის.

- 17 იანვარს იწყება ა-ლიგის გათამაშება, მზად ხართ მოახლოვებული თამაშებისთვის?

- ვვარჯიშობთ სრული დატვირთვით. საბედნიეროდ, ტრავმები არ გვაწუხებს. ველოდებით თამაშების დაწყებას, რადგან თამაშის რიტმში უფრო გამოჩნდება რაზე გვაქვს სამუშაო. ამავდროულად, უფრო შევალთ ფორმაში. თამაშის რიტმი ეხმარება გუნდს სრულ კონდიციამდე მივიდეს.

- რა მიზანს ისახავთ და ვის მიიჩნევთ „ტიტების“ მთავარ კონკურენტად?

- ყველა გუნდთან აუცილებელია მობილიზება და შესაბამისად, ყველა გუნდი კონკურენტია. რაც შეეხება მიზანს - სუპერლიგაში გადასვლაა.

- შენზეც ვთქვათ, სუპერლიგის ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი ხარ, ბევრისთვის მოულოდნელი იყო ა-ლიგის გუნდში შენი ხილვა.

- ბევრი ძალიან კარგი მოთამაშე აღმოჩნდა ა-ლიგაში, რით ვერ დავიმსახურეთ სუპერლიგის გუნდების ინტერესი ვერ ვხვდები, მაგრამ ყველას თავის შეხედულება აქვს. ახლა არ ვფიქრობ ამ საკითხზე, კმაყოფილი ვარ ‘’ტიტებში’’ ყოფნით. არამგონია ა-ლიგა სუპერლიგაზე უინტერესო გამოდგეს.

- ჯერ 26 წლის ხარ და ალბათ კვლა ფიქრობ საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე.

- რა თქმა უნდა, თუ ნაკრებს დაჭირდება ჩემი დახმარება, მე ყოველთვის მზად ვარ ბოლომდე დავიხარჯო საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:03 | 11.01.2018
buska (1186)

vinga gadzegzgavs mere legionerebit gundebs fuli xo unda gaaketon uketesebi mainc chamoyavdet dasashleli es federacia tavidan bolomde 5 legioneri evropashi ar yavt ramis gundshi
legionerebi tamashoben qartvelebi skamze zian iceva kalatburtis done saqatrveloshi verafers ver ityvi

0.060301