კალათბურთი

11:29 | 11.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიურანტის 40 და ფაჩულიას 12 ქულა “გოლდენ სტეიტს” მოსაგებად არ ეყო (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. “გოლდენ სტეიტმა” “ლოს ანჯელეს კლიპერსს” უმასპინძლა და ოკლენდელთაგან მეორე ბომბარდირი ქართველი ცენტრი გახდა. ბომბარდირმა კევინ დიურანტმა კი 40 ქულა მოინაგრა.

სამწუხარო ისაა, რომ “გოლდენ სტეიტმა” ეს მატჩი წააგო – 106:125, რისი მიზეზიც ლოსანჯელესელთა მსროლელი ლოუ უილიამსი გახლდათ. “კლიპერსის” არქიმექულემ 50 ქულა მოაგროვა, რითაც ლიგის ლიდერ “უორიორზს” მოგების შანსი მოუსპო.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთულში ითამაშა და მოედანზე მხოლოდ 15 წუთი დაჰყო, რა დროშიც 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ კლეი ტომპსონს და სტეფ კარის. დიურანტის 40 და ფაჩულიას 12 ქულის შემდეგ, ოკლენდელთაგან ყველაზე მეტი – 9 ქულა, ანდრე იგუდალამ მოაგროვა.

33 მოგებითა და 9 წაგებით “გოლდენ სტეიტი” როგორც დასავლეთ კონფერენციას, ისე სრულიად ლიგას ლიდერობს. შემდეგი მატჩი ოკლენდელებს 13 იანვარს, მილუოკიში “ბაქსთან” ელით.

GBF.GE

0.134278