ფეხბურთი

20:51 | 10.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯენარო გატუზოს სამადლობელი წერილი კახა კალაძეს

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო გუშინ იუბილარი იყო. კლუბის ოფიციალურ ვეგბვერდზე კი, ვიდეო განთავსდა, რომელშიც “რინოს” იუბილეს ყოფილი თანაგუნდელები ულოცავდნენ.

მათ შორის იყო, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად თბილისის მერი, კახა კალაძე. გატუზომ დაბადების დღის მეორე დღეს, ყველას მადლობა გადაუხადა და რაღა თქმა უნდა, ჩვენებურიც არ გამორჩენია. თუმცა, სანამ, ჯენაროს სამადლობელ წერილზე გადავიდოდეთ, მანამდე, კალაძის მილოცვას გაგაცნობთ:

“ძვირფასო რინო, ჩემო ძმაო, მსურს მოგილოცო დაბადების დღე. მახსოვს ყველა ველოდებით 9 იანვარს. ვითვლიდით დღეებს, საათებს, წუთებს, რომ აღგვენიშნა “ნინო” გატუზოს დაბადების დღე. ახლა ჩვენ ერთმანეთისგან შორს ვართ, მაგრამ შენ ყოველთვის ჩემს გულში ხარ, რადგან შენ ხარ შესანიშნავი და ყოჩაღი ადამიანი. ძალიან მიყვარხარ, გეხვევი და კიდევ ერთხელ გილოცავ. წარმატებები ძმაო”, - მიმართა კალაძემ.

რინომ კი, კახას შემდეგნაირად უპასუხა:

“კალა, შენზე ასაკოვანი ვარ, მაგრამ ჯერ კიდევ მახსოვს მალტაზე რომ ვიყავით. როდესაც, თითქმის ერთი წლის განმავლობაში მამასხარავებდი და ყოველდღე ამბობდი, რომ ჩემი დაბადების დღე იყო... მაგრამ იცი, რამდენად მიყვარხარ, შენ ხარ ჩემი ძმა, როგორც სხვები”, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზო 9 იანვარს 40 წლის გახდა.

0.112504