ფეხბურთი

16:15 | 10.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ლევერკუზენის” მწვრთნელი სიმულაციისთვის დასაჯეს

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა “ლევერკუზენის” მწვრთნელი ჰაიკო ჰერლიხი არასპორტული საქციელის გამო დასაჯა.

ინციდენტი გერმანიის თასზე “ლევერკუზენსა” და “გლადბახს” შორის გამართულ მატჩში მოხდა. ერთ ეპიზოდში “გლადბახის” ფეხბურთელი დენის ზაკარია თამაშში ბურთის შეტანას ჩქარობდა, როცა ჰერლიხს ოდნავ შეეხო, მწვრთნელი კი ძირს გაიშხლართა (VIDEO).

საფეხბურთო კავშირის გადაწყვეტილებით, ჰერლიხს სიმულაციისთვის და არასპორტული ქცევისთვის 12 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. გერმანული გამოცემების ცნობით, ლევეკურზენელთა თავკაცი ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება და განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს.

0.11819