ფეხბურთი

14:19 | 10.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

გოროზია მალტის ჩემპიონატში ითამაშებს

22 წლის ნახევარმცველი გიორგი გოროზია მალტის “ჰიბერნიანსში” გააგრძელებს კარიერას. ეს გუნდი ქვეყნის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა და ცხრა ქულით ჩამორჩება ლიდერს.

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ასეთი დაბალი დონის ლიგაშიც მიდიან ქართველი ფეხბურთელები და უკვე აღარ გვიკვირს. ფეხბურთელიც თავის თავის მტერი ხომ არ არის... საუკეთესო ვარიანტს არჩევს. როგორც ჩანს, სხვა შანსი არ ჰქონია.

ასაკში რომ იყოს, გვესმის, მაგრამ 22 წლის მოთამაშეზე გული გვწყდება. თანაც, გოროზია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა. იყო იმ 17-წლამდელთა გუნდის წევრი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მიაღწია.

გოროზია ნორვეგიის “სტაბეკში” გამოდიოდა, მერე აზერბაიჯანულ “ზირაში” იყო და ისევ თბილისის “ლოკომოტივს” დაუბრუნდა. ბოლოს სწორედ “ლოკოში” თამაშობდა.

“ჰიბერნიანსს” რაც შეეხება, მალტის 11-გზის ჩემპიონი და 10-გზის თასის მფლობელია. გუნდში ბევრი ბრაზილიელი ფეხბურთელია.

0.117513