კალათბურთი

11:45 | 10.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“მაიამიმ” “ტორონტოს” ბოლო წამზე აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

“ტორონტო” შინ “მაიამის” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 5 წამით ადრე დემარ დეროზანმა ორქულიანი ჩააგდო და “ტორონტო” 89:88 დააწინაურა. მატჩის დასრულებამდე ერთი წამით ადრე ფლორიდელთა კალათბურთელი ელინგტონი მეტოქის სამწამიანში შევიდა და გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ, “მაიამიმ” 90:89 მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა დემარ დეროზანმა ჩააგდო. “მაიამიში” ორმაგი დუბლით გორან დრაგიჩი გამოირჩა - 24 ქულა, 12 მოხსნა.

“ოკლაჰომა” შინ “პორტლენდთან” 106:117 დამარცხდა. შეხვედრის პირველი სამი პერიოდი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მეოთხე მეოთხედში პორტლენდელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და შეხვედრაც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. “პორტლენდში” მაკალუმმა 27 ქულა და 7 პასი მიითვალა. “ოკლაჰომაში 22-22 ქულით პოლ ჯორჯი და რასელ უესტბრუკი გამოირჩნენ.

“ტორონტო” – “მაიამი” 89:90 (21:22, 20:29, 23:21, 25:18)

https://www.youtube.com/watch?v=lFK322b3KAI

“ოკლაჰომა” – “პორტლენდი” 106:117, 26:24, 24:30, 26:34, 30:29)

https://www.youtube.com/watch?v=H7sUL-8xL-A

“დალასი” – “ორლანდო” 114:99 (25:19, 18:29, 39:27, 32:24)

https://www.youtube.com/watch?v=FZ4khyic93U

“ლეიკერსი” – “საკრამენტო” 99:86 (31:27, 22:25, 31:22, 15:12)

https://www.youtube.com/watch?v=u4_1HHCposA

თეგებიNBA
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094007