ჭადრაკი

10:44 | 10.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავას მესამე ადგილი ვილორბას საერთაშორისო ტურნირზე

იტალიის ვილორბაში დასრულდა საერთაშორისო ღია ტურნირი, რომელშიც ქართული ჭადრაკის ლიდერი ბაადურ ჯობავა მონაწილეობდა.

თბილისელმა დიდოსტატმა 9-დან 6,5 ქულა დააგროვა და II-IV ადგილები გაინაწილა: ფერენც ბერკეშთან (უნგრეთი) და ანტონ კორობოვთან (უკრაინა) ერთად. დამატებითი მაჩვენებლებით ჯობავა მესამე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი კი 7 ქულით რიჩარდ რაპორტმა (უნგრეთი) დაისაკუთრა.

შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და რიგით მეორე გახლდათ.

gcf.org.ge

0.116551