ფეხბურთი

1:37 | 10.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია თვის საუკეთესო ფეხბურთელია - მესამედ

დეკემბრის თვეში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი სოლომონ კვირკველია გახდა. WORLDSPORT.GE-ს ყოველთვიურ გამოკითხვაში “თქვენ ირჩევთ”, მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველმა ხმების უმეტესობა მიიღო და ჩვენს გამოკითხვაში მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ გაიმარჯვა.

აღნიშნულ გამოკითხვაში 507 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და კვირკველიას გამოკითხულთა ხმების ნახევარზე მეტი ერგო – 69.2%. ამრიგად, კონკურენტებს უდიდესი უპირატესობით აჯობა.

მეორე ადგილზე გავიდა ჩვენი გამოკითხვის დებიუტანტი სანდრო კობახიძე, რომელმაც ხმების 14.8% მიიღო.

რაც შეეხება დანარჩენ ადგილებს, შემდეგნაირად გადანაწილდა:

გიორგი მერებაშვილი - 8.7%

დავით სხირტლაძე - 7.3%

აქვე, სოლომონ კვირკველიას შესახებ დეკემბერში:

მატჩების მხრივ მწირი გამოდგა დეკემბერი სოლომონ კვირკველიასთვის. თუმცა, 25 წლის ფეხბურთელი იმ სამ შეხვედრაში, რომელიც ჩაატარეს მან და მისმა გუნდმა, გამორჩეული იყო. აქედან ორი შეხვედრა რუსეთის პრემიერლიგის ეგიდით ჩატარდა და ორჯერვე ქართველი ტურის სიმბოლურში მოხვდა (მე-19 და მე-20 ტურები). ერთი თამაში კი ევროპა ლიგას მიეკუთვნება. აქვე გეტყვით, რომ კვირკველიამ სექტემბერსა და ოქტომბერში მიჯრით მოიგო გამოკითხვა, ხოლო ნოემბერში მეორე ადგილზე გავიდა.

აღნიშნული გამოკითხვა ყოველი თვის დასაწყისში განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე. იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელს გულშემატკივარი თებერვლის დასაწყისში გამოავლენს.

0.11372