ფეხბურთი

23:38 | 9.01.2018 | ნანახია 4680 - ჯერ

სანიოლი: "მუნდიალის ფინალში ზიდანის გაძევება სილვენ ვილტორის ბრალია"

12 წელი გავიდა, კიდევ ბევრი გაივლის, მაგრამ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში, ზინედინ ზიდანისა და მარკო მატერაცის ინციდენტი ისევ აქტუალური იქნება. ამჯერად, მომხდარზე “მამლების” მაშინდელმა მარჯვენა მცველმა ისაუბრა და ყველაფერი თანაგუნდელს, ოღონდ სილვენ ვილტორს დააბრალა...

საქმე ისაა, რომ, როდესაც მატერაცი მინდორზე გახლდათ დაცემული, ბურთი კლოდ მაკელელეს ჰქონდა, მან პასი ვილტორს მისცა, რომელმაც იფიქრა, რომ იტალიელს ტრავმა აქვსო და ბურთი მოედნის ფარგლებს მიღმა გადააგდო. ეს ეპიზოდი თურმე სანიოლს დღემდე მწარედ ახსენდება:

“სილვენს ბურთი მოედნის ფარგლებს მიღმა არ გადაეგდო, მჯერა, რომ მსაჯი თამაშს არასდროს შეაჩერებდა და ზიდანი წითელ ბარათს არ მიიღებდა”, - იხსენებს სანიოლი SFR Sport 1-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ იტალია - საფრანგეთის მატჩის 110-ე წუთზე ზიდანმა მატერაცის მკერდში თავი უთავაზა, რის შემდგომაც ლეგენდარული ფრანგის კარიერა წითელი ბარათით დასრულდა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:18 | 10.01.2018
deqstera_best_7 (1964)

ყველაზე უნამუსოდ წართმეული ოქროს ბურთი

რაც ფეხბურთს ვუყურებ ზიდანის დონის ფეხბურთელი არმახსენდება...

01:41 | 10.01.2018
BEERTRANCE (97819)

ბარემ იგიც ეთქვა, მარსის ეტლი რო სატურნის საძინებელში არ შესულიყოო DDDDDDDDDDD

23:59 | 09.01.2018
linkin-park (3179)

ბებიაჩემს ყვე**ბი რო ქონოდა ბაბუაჩემი იქნებოდაო ეგეთი უთქვამს

0.118734