ფეხბურთი

21:16 | 9.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ რუბენ ლოფტუს-ჩიკს არ ყიდის

"ლონდონ ივნინგ სტანდარტის" ცნობით, რუბენ ლოფტუს-ჩიკი „ჩელსის“ გრძელვადიანი გეგმების ნაწილია და მას გუნდი ზაფხულშიც არ გაყიდის.

21 წლის ლოფტუს-ჩიკი „კრისტალ პალასში“ მთელი სეზონითაა განათხოვრებული და "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნება, ალბათ, კიდევ დაუგვიანდება, რადგან „ჩელსიმ“ გასულ პარასკევს 15 მილიონ ევროდ “ევერტონიდან” როს ბარკლი დაიმატა.

„ჩელსიში“ ახლადaსულ როს ბარკლის ნახევარდაცვაში ძლიერი კონკურენციაც დახვდა. ანტონიო კონტეს არჩევანის გაკეთება მასსა და ნგოლო კანტეს, სესკ ფაბრეგასს, ტიმი ბაკაიოკოსა და დენი დრინკვოტერს შორის მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111215