კალათბურთი

18:50 | 9.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 4 ქულა და გამარჯვება “დენვერთან”

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “დენვერ ნაგეტსი” 124:114 დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 13 წუთი დაჰყო. ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 4 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მეომრებმა” მატჩის პირველსავე პერიოდში უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.

მატჩში ყველაზე მეტი 32 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. “დენვერში” სამმაგი დუბლით ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა (22 ქულა, 12 მოხსნა, 11 პასი).

“გოლდენ სტეიტი” 33 მოგებით და 8 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.

0.111497