ფეხბურთი

20:19 | 9.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა ჯორჯო კიელინის აკვირდება

"ტუტოსპორტის" ცნობით, „მანჩესტერ სიტის“ ჯორჯო კიელინის დამატება სურს.

გამოცდილი მცველის შეძენას ამ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ჩელსიც“ ცდილობდა.

"ლურჯების" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გასულ კვირას დაადასტურა, რომ კიელინის გადაბირება სცადა. იტალიელმა განაცხადა, რომ სატრანსფერო ბაზარზე კლუბისთვის საუკეთესო შენაძენის გაკეთება სურს.

"მივიღებთ კიელინის? არა, გულწრფელად რომ ვთქვა. ჯორჯო ფანტასტიური ფეხბურთელია, მაგრამ მას „იუვენტუსში“ სურს კარიერის დასრულება და ვფიქრობ, სწორიც იქნება, თუ ასე მოიქცევა" - აღნიშნა კონტემ.

0.120057